ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წელს ნათლისღებას ზღვაში შესვლის ტრადიცია არ შესრულდება

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, პანდემიიდან გამომდინარე, დღეს ნათლისღების დღესასწაულზე ზღვაში შესვლის ტრადიცია არ შესრულდება.

“19 იანვარს 09:00 საათზე ნათლისღების სადღესასწაულო წირვა. წყალკურთხევა (დიდი აიაზმა). პანდემიიდან გამომდინარე წელს ზღვაში შესვლის ტრადიცია არ შესრულდება”, – ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

19 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღებას ზეიმობს. ბათუმში ნათლისღების წინა დღეს ზღვაში შესვლით აღნიშნავდნენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე მსურველებს აღარ მონათლავენ. ახალციხეში, მდინარე მტკვარშიც.

იტვირთბა....