ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალციხეში საერთო ნათლობა მდინარეში აღარ ჩატარდება

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის, მუფე თეოდორის გადაწყვეტილებით,  კორონავირუსის პანდემიის გამო, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, მდინარე მტკვარში მსურველებს აღარ მონათლავენ. ამის შესახებ მეუფემ ქადაგებისას ისაუბრა.

ეს გადაწყვეტილება მეუფე თეოდორემ ჯანდაცვის უწყების რეგულაციების დაცვის გამო მიიღო.

მეუფის თქმით, სოფელ მსინაძეში მტკვარი ტრადიციულად იკურთხება, თუმცა მასში შესვლა მხოლოდ განბანვის რიტუალის მონაწილეებს შეეძლებათ.

„გადავწყვიტეთ, რომ საერთო ნათლობა მდინარეზე არ ჩავატაროთ, მტკვარში იქნება მხოლოდ განბანვა. ნათლობები ჩატარდება ტაძრებში, რომ უფრო დაცულები ვიყოთ“, – აღნიშნა ქორეპისკოპოსმა წირვის დასრულების შემდეგ.

იტვირთბა....