ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შემსუბუქება მოხდება ეტაპობრივად”- რა გეგმა შეიმუშავა მთავრობამ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები არა ერთიანად, არამედ ეტაპობრივად შემსუბუქდება.

როგორც უწყებათაშორისო საბჭოს დასრულების შემდეგ გამყრელიძემ განმარტა, მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა შეიმუშავა.

მისი თქმით, თავდაპირველად გაიხსნება კონკრეტული სფერო, რის შემდეგაც მოხდება დაკვირვება.

“მონახაზი არსებობს, რომ ერთბაშად არ გაიხსნას და ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება და ეს იყოს ე.წ. ეტაპობრივი შემსუბუქება. ვთქვათ, ერთი ან ორი კვირა გაიხსნება რომელიღაცა ბიზნესი, შემდგომ იქნება დაკვირვებამ ეს რა შედეგს მოიტანს. დადებითობის მაჩვენებლობის მიხედვით მირებული იქნება გადაწყვეტილება, რა შემსუბუქდეს მეორე ეტაპზე,”- განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, პარალელურად, ეს გახსნები უნდა მოხდეს გაფართოვებული ტესტირებებზე ხელმისაწვდომობით.

შეგახსენებთ, ქვეყანაში 28 მოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო. თუმცა, იპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა.

იტვირთბა....