ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) ადგილი, სადაც საქართველოში ჩამოტანილი კორონავირუსის ვაქცინა უნდა შეინახონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად  უკვე მზად არის. ამის შესახებ პაატა ინაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

იმნაძის თქმით, საწყობში, სადაც ვაქცინა შეინახება, ყველა საჭირო პირობა დაცულია.

მისი თქმით, არის -80°C-გრადუსიანი მაცივრები, რომლებშიც 200 ათასი დოზის “ფაიზერის” ვაქცინის მშენახვა იქნება შესაძლბელი.

„აქ არის ყველა საჭირო ტემპერატურა, ყველა იმ ვაქცინისთვის, რომელსაც სჭირდება ჩვეულებრივი სამაცივრე პირობები. გვაქვს შესაძლებლობა მივიღოთ მილიონობით დოზა.

„არ ყოფილა შემთხვევა ქვეყანაში, რომ ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობის გამო რაიმე მომხდარიყო, ასეთი რამ არ მომხდარა“, – ამბობს პაატა იმნაძე.

იმნაძე ამბობს, რომ ე.წ ცივი ჯაჭვი, რომელიც ვაქცინების შენახვის ტექნიკურ მხარეს ითვალისწინებს, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო აქვს.

იხილეთ ვიდეო.

იტვირთბა....