რამდენიმე თვის შემდეგ, რუსი ოპოზიცოინერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩავიდა. მოსკოვში „ვნუკოვოს აეროპორტში“, სადაც ნავალნის მხარდამჭერები ელოდებოდნენ, მოულოდნელად რამდენიმე საათით დაიხურა.
აღსანიშნავია, რომ დაშვებამდე თვითმფრინავმა გეზი შეიცვალა და ის სხვა აეროპორტში დაეშვა.
ცნობისთვის, OMON–ის ოფიცრები ცდილობენ მოსკოვში ვნუკოვოს აეროპორტში ხალხი დაშალონ, რომლებიც ვნუკოვოს აეროპორტის შესასვლელში ალექსეი ნავალნის ელოდებიან. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
მანამდე აეროპორტში დააკავეს ლიუბოვ სობოლი, რუსლან შავედინოვი და ნავალნის კიდევ რამდენიმე თანამოაზრე. ასევე დააკავეს „ნოვაია გაზეტას“ „ვლად დოკშინისა“ და „დოჟდა ედუარდ ბურმისტროვის“ ჟურნალისტები.