“ინდიკატორი მესამე – ჩემი ფავორიტი. ჟორიკა რურუას, როგორც “ივანიშვილის რეჟიმის მსხვერპლის” იმედად რომ ხარ, და ამავდროულად “რაღაც რომ გიშლის” იმავე არგუმენტებით ბაჩანა ახალაია გამოაცხადო “პოლიტპატიმრად” და მისი ციხიდან დაუყოვნებლივ და უპირობო განთავისუფლებას მიაწვე შენთვის ხელმისაწვდომ ყველა პოლიტიკურ ინსტანციაში – აი აქ ხარ უკვე მესამედ და საბოლოოდ მკვდარი. იმიტომ რომ, შენთვისაც კი – ძმები ახალაიები ნაცპარტიისა და რეჟიმის სისხლისმსმელი ჯალათების ცოცხალ სიმბოლოებს წარმოადგენენ. და შენც კი ვერ ბედავ მათ “პოლიტპატიმრებად” გამოცხადებას – და ამიტომაც ხარ საბოლოოდ მკვდარი: სიკვდილის ორივე სტადია, კლინიკური და ბიოლოგიური, უკვე დაგიფიქსირდა. და ახალაიას მაგალითზე – პროზექტურაში კვეთაც კი გაგიკეთდა.”
დავით ქართველიშვილი – ანალიტიკოსი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ანალიტიკოსი “ფეისბუქით” გავრცელებუ განცხადებაში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ იდეოლოგიასა და პარტიის, როგორც ამჟამინდელ, ისე ყოფილ წევრებზე საუბრობს.