ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას აქვეყნებს, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ იდეოლოგიასა და პარტიის, როგორც ამჟამინდელ, ისე ყოფილ წევრებზე საუბრობს.
ამასთან, ანალიტიკოსი “ფეისბუქ” მიმართვაში, ნიკა მელიას მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასაც იხსენებს, სადაც “ნაცმოძრაობის” ახლად არჩეული თავჯდომარე ამბობს, რომ – “თუ ვანო მერაბიშვილზე საუბარს დაიწყებს, შეიძლება ქვეყანაში ჭერი ჩამოინგრეს.”
“მეტრონომი” დავით ქართველშვილის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
რატომ დასრულდა “ნაციონალური მოძრაობა” უკვე ამ ეტაპზე. ამაზე როგორც მინიმუმ სამი უტყუარი ინდიკატორი მეტყველებს. პირველი – პარტიის თავმჯდომარე პუტინთან რომ გაგექცევა, არა მაკრონთან ან ბორის ჯონსონთან – აქ შენი რეპუტაციულ/იდეოლოგიური ნარატივი მოკვდა.
მეორე ინდიკატორი – გასული წლის მთელი სექტემბერი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვანო მერაბიშვილი უკრაინაში პროპაგანდისტულ გასტროლებზე რომ იმყოფებოდა, მიშას და მისი “რეფორმების” შესახებ სასწაულებრივი ზღაპრებით, რის სანაცვლოდ შეპირდნენ: “კეზერას რაც მართებს შენთვის მისაცემი, ნაწილს მაინს მიიღებ”, მაგრამ აქაც გადააგდეს. ხო და დღეს პარტიის ახალი თავმჯდომარე, “ცისფერი მთებიდან” სესილი თაყაიშვილის განწირული ხმით რომ აცხადებს – “ეს კაცი არ გამაკაროთო”, თორემ ვანოზე საუბარი რომ დაიწყოს შეიძლება ჭერიც ჩამოინგრეს და იატაკიც ჩავარდეს, ზუსტად ისევე, როგორც იმ უკვდავი ფილმის ფინალშია. აქ უკვე შენი პარტიის პროპაგანდისტული სიკვდილი დგება.
და ინდიკატორი მესამე – ჩემი ფავორიტი. ჟორიკა რურუას, როგორც “ივანიშვილის რეჟიმის მსხვერპლის” იმედად რომ ხარ, და ამავდროულად “რაღაც რომ გიშლის” იმავე არგუმენტებით ბაჩანა ახალაია გამოაცხადო “პოლიტპატიმრად” და მისი ციხიდან დაუყოვნებლივ და უპირობო განთავისუფლებას მიაწვე შენთვის ხელმისაწვდომ ყველა პოლიტიკურ ინსტანციაში – აი აქ ხარ უკვე მესამედ და საბოლოოდ მკვდარი. იმიტომ რომ, შენთვისაც კი – ძმები ახალაიები ნაცპარტიისა და რეჟიმის სისხლისმსმელი ჯალათების ცოცხალ სიმბოლოებს წარმოადგენენ. და შენც კი ვერ ბედავ მათ “პოლიტპატიმრებად” გამოცხადებას – და ამიტომაც ხარ საბოლოოდ მკვდარი: სიკვდილის ორივე სტადია, კლინიკური და ბიოლოგიური, უკვე დაგიფიქსირდა. და ახალაიას მაგალითზე – პროზექტურაში კვეთაც კი გაგიკეთდა.
და ამ პოლიტიკური ლეშის მდგომარეობაში რითი ხარ დაკავებული? “ქართული ოცნების” ფანჯრებში იყურები, სასოწარკვეთილი იმის გამო, რომ ფარული ვიდეო თვალი არ გაქვს მანდ დამონტაჟებული და ამიტომ იძულებული ხარ, იქ მიმდინარე მოვლებები შენს მკვდარ ტვინში აღმოცენებული ფანტასტიკური სურათებით ჩაანაცვლო? მეტი საქმე მართლა აღარა გაქვს – ჩორტებს აგდეებ? მკვდარი ხარ თქო, მკვდარი!” – წერს ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი.
რატომ დასრულდა “ნაციონალური მოძრაობა” უკვე ამ ეტაპზე. ამაზე როგორც მინიმუმ სამი უტყუარი ინდიკატორი მეტყველებს. პირველი -…
Posted by David Kartvelishvili on Sunday, January 17, 2021