ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვანო მერაბიშვილზე მოყოლა რომ დავიწყო, ქვეყანაში შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს” – ნიკა მელია

“პრობლემები იყო ბევრი, არ მინდა ამაზე საუბარი. როგორც ბიძინა ივანიშვილზე არ მინდა საუბარი, ისე ვანო მერაბიშვილზე არ მინდა საუბარი, კარგს ვერაფერს ვიტყვი,” – ეს განცხადება “ნაცმოძრაობის” თავჯდომარემ, ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას გააკეთა.

როგორც მელიამ აღნიშნულ ტელეკომპანიასთან საუბრისას დასძინა, მერაბიშვილზე საუბრით ის ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს, რადგან მოყოლა რომ დაიწყოს „შეიძლება, ჭერი ჩამოინგრეს“.

„განგებ არ ვსაუბრობ, შეიძლება, ჭერი ჩამოინგრეს მოყოლა რომ დავიწყო, არ მინდა და შეიძლება, იატაკიც ჩავარდეს ქვევით, არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობაში“, არამედ ქვეყანაშიც. არ მინდა ივანიშვილის წისქვილზე წყალი დავასხა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

იტვირთბა....