“ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრი, ელენე ხოშტარია სოციალური ქსელის საშუალებით ბაკურიანში კერძო მესაკუთრებისთვის ბინის გაქირავების აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
როგორც ხოშტარია “ფეისბუქ” მიმართვაში ამბობს, ბაკურიანში, ადამიანებს ფართიდან აგდებენ და მათ შემოსავლის ბოლო რესურსაც უჭრიან. ამ დროს კი “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ
“ბაკურიანში კოტეჯებიდან და სახლებიდან აგდებენ ადამიანებს, ბოლო რესურსს უჭრიან და ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ.
მაგალითად, პაატა კოკაიას, რომელსაც აქვს 4 სასტუმრო ((შპს „ბაკურიანი ინნ“, შპს „რენესანს კონსტრაქშენი“, შპს „სასტუმრო გუდაური ინნ“, შპს „სასტუმრო ივერია ინ“) 3.8 მილიონი ლარის ხელშეკრულებები გაუფორმეს. კოკაიამ სალომე სალომე ზურაბიშვილს 55 000 ლარი შესწირა.
ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ასევე ოცნების შემომწირველია 485.290 ლარს იღებს ტურიზმის ადმინისტრაციიდან.
ზურაბ ჩხაიძეს („კახური ტრადიციული მეღვინეობა) ქართული ოცნებისთვის 300 000 ლარი აქვს შეწირული, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ტურიზმის ადმინისტრაციამ 286.919 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმა.
ჯამში 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისათვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 78 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.” – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ტურიზმის სფეროს სპეციალისტებმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელეს, სადაც აღნიშნულულია, რომ ბაკურიანში, საოჯახო სასტუმროებს ოთახების გაქირავება აუკრძალეს, ხოლო დამქირავებლებს ბინების დაცლა მოსთხოვეს.
ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო ზამთრის სეზონზე საქართველოში სამთო–სათხილამურო კურორტებზე სასტუმროს საქმიანობა აკრძალულია.