ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “თუ სტუმრები დღის ბოლომდე დაქირავებულ ბინებს არ დაცლიან, დააჯარიმებენ“ – რა ხდება ბაკურიანში

ტურიზმის სფეროს სპეციალისტები სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცებენ, სადაც აღნიშნულულია, რომ ბაკურიანში, საოჯახო სასტუმროებს ოთახების გაქირავება აუკრძალეს, ხოლო დამქირავებლებს ბინების დაცლა მოსთხოვეს.

მათივე ინფორმაციით, თუ სტუმრები დღეს, 17 იანვრის ბოლომდე დაქირავებულ ბინებს არ დაცლიან, დააჯარიმებენ“.

ამასთან, როგორც ერთ-ერთი მკვიდრი “ფორმულასთან” აცხადებს, ბოლო ერთი თვეა, რაც ბაკურიანში თოვლი მოვიდა, ხოლო ადგილობრივმა ხელისუფლებამ საოჯახო სასატუმროს მეპატრონეებს ბინების გაქირავების აკრძალვით მას შემდეგ მიმართა, როცა კურორტზე დამსვენებელი გამოჩნდა.

“ბოლო ერთი თვეა რაც თოვლი მოვიდა და კურორტზე დამსვენებლების მატებაც დაიწყო. ამ დროს კი ადგილობრივმა თვითმართველობამ შევარდნაძის ძველი მეთოდით გადაწყვიტა, რომ აქ შანტაჟი დაიწყონ. ძირითადად ადგილობრივი ბინის მესაკუთრეებს დაეგზავნათ მოთხოვნა, რომ ბინები არ გაექირავებინათ და თუ ისინი დამქირავბელებს სასწრაფო რეჟიმში ამ ბინებს არ დააცლევინებენ დაიწყებენ დაჯარიმებებს.” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....