ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“აკრძალულია სასტუმროების საქმიანობა, მაგრამ კერძო ბინის გაქირავებაში ვერ ჩავერევით” – შრომის ინსპექტორი ბაკურიანში ბინების გაქირავების აკრძალვაზე

შეესაბამება თუ არა სიმართლეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ბაკურიანში, ბინის მფლობელებს გაქირავებული აპარტამენტები სასწრაფოდ დაეცალათ და არარ გაექირავებინათ –  ამ თემასთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ  bm.ge–სთან ისაუბრა.

ფერაძის განმარტებით, მართალია სასტუმროების საქმიანობა აკრძალულია, მაგრამ კერძო ბინის გაქირავებაში ვერ ჩავერევით.

მისივე თქმით, ამ სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლის უფლება სახელმწიფოს არ გააჩნია და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“ერთადერთი რაც განხორციელდა, ეს იყო სასტუმროების შემოწმება. კერძო ბინის გაქირავება–არგაქირავების საკითხებში ვერ ჩავერევით. ამის არავითარი ბერკეტი არ არსებობს. კოორდინირებულად ვმოქმედებთ შს სამინსიტროსთან და არაფერი მსგავსი არ ყოფილა.

შემოწმებები იყო როგორც ბაკურიანში, ასევე ბორჯომში. სასტუმროს საქმიანობა არ გამოვლენილა”,– აცხადებს ბექა ფერაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ტურიზმის სფეროს სპეციალისტებმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელეს, სადაც აღნიშნულულია, რომ ბაკურიანში, საოჯახო სასტუმროებს ოთახების გაქირავება აუკრძალეს, ხოლო დამქირავებლებს ბინების დაცლა მოსთხოვეს.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო ზამთრის სეზონზე საქართველოში სამთო–სათხილამურო კურორტებზე სასტუმროს საქმიანობა აკრძალულია, არ მუშაობს არც საბაგიროები.

იტვირთბა....