ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა ჩასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
სახანძორო-სამაშველო ბრიგადამ გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი მას შემდეგ იპოვეს, როცა ერთ-ერთ ბინაში ძლიერი დაკვამლიანება იყო.
ადგილზე მისულზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟის წარმომადგენლებმა ხანძრის ლიკვიდრება დროულად შეძლეს, თუმცა მათ მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
რა გახდა 39 წლის მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ელექტროგამაცხელებმა გამოიწვია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.