ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„თოფიანები და ფულიანები…” – როგორ ახასიათებს რომან გოცირიძე “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს

“ნაცმოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე სოციალური ქსელის საშუალებით “ქართული ოცნების” გუშინდელ ყრილობას ეხმიანება.

გოცირიძე “ფეისბუქით” გავრცელებულ მიმართვაში “ოცნების” მიერ განახლებულ პოლიტსაბჭოზე საუბრობს და დასძენს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს შეუცვლელი და ხელშეუხებელი მინისტრები აკონტროლებენ.

„თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა. შეუცვლელი და ხელშეუხებელი მინისტრები, რომლებიც მთლიანად აკონტროლებენ ბიუჯეტს და ძალოვან ბლოკს, პლიუს საპარლამენტო წარმომადგენლობა „დამამშვენებლის” როლით.

მათ დამატებული მარიონეტი გენერალური პროკურორი და მორჩილი პირებით დაკომპლექტებული სასამარათლო სისტემა, მართული ეროვნული ბანკი და რა მივიღეთ? ივანიშვილის ოცნების ხელისუფლება.

წავიდა თუ არა? არსად წასულა, გარდაისახა. ის ახლა ვასიკოშია, ორ ირაკლიშია, ერთ კახაშია, თეაშია და გიაშია. იმ ასფალტშია, რომელსაც მაია დააგებს და ფინანსთა მინისტრი( სულ მავიწყდება მისი სახელი) დააფინანსებს ნასესხები ფულით, იმ ვაქცინაშია, რომელიც კორონას შემუსრავს და იმ რადიოტალღებშია, რომელიც „იმედს” აფრქვევს ქვეყანაში. იმ ჩაქუჩშია, რომელსაც სპიკერი დასცხებს მაგიდაზე და იმათ გულშია სავსე, ვისი ჯიბეც გაავსო.

ყველგანაა და წავიდაო!

ესეც რწმენის საკითხია. რწმენას ხომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ“, – წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, “ქართული ოცნების” ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიამ ახალი თავჯდომარე და პოლიტსაბჭოს წევრები აირჩია. პაარტის წევრებმა დავჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კადიდატურა დაამტკიცა, რის შემდეგ ახლადარჩეულმა თავჯდომარემ საზოგადოებას პოლიტსაბჭოს განახლებული შემდაგენლობა წარუდგინა. 

 

 

იტვირთბა....