ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„წნევა ჰქონდა და წამალი მივეცით” – კასპში დაკავებული მამაკაცი შეუძლოდ გახდა

გორის სამხარეო პოლიციასთან, სადაც კასპში დაკავებული მამაკაცია გადაყვანილი, სასწაფო-სამედიცინო ბრიგადა მივიდა. გავრცელებული ცნობით, ბრალდებული გორგი მენაბდიშვილი შეუძლოდ გახდა.

„წნევა ჰქონდა და წამალი მივეცით. ფსიქოლოგიურ მდგომარეობას არ ვაფასებთ, ეს ექსპერტებმა უნდა შეაფასონ. ჩვენ წნევის დამწევი მივეცით“, – განაცხადა სასწრაფოს ექიმმა.

ცნობისათვის, კასპში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით პოლიციამ 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. ბრალდებული ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.

წყარო: “პრაიმტაიმი”

იტვირთბა....