ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველა ინფორმაცია ტყუილია…” – რატომ არ სჯერა არჩილ გამზარდიას ხელისუფლების მიერ გავრცელებული კოვიდსტატისტიკის

ანლიტიკოსი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელის პოსტს ეხმიანება, სადაც დასძენს, რომ ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია კოვიდსტატისტიკასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

გამზარდია აღნიშნულ პოსტში ამბობს, რომ ფაქტია, სტატისტიკა მუდმივად პროპაგანდისტულია და როდის რა ზრახვა აქვს ხელისუფლებას, ჩვენ არავინ გვეუბნება.

“ყველა ინფორმაცია, რასაც ხელისუფლება ავრცელებს კოვიდ სტატისტიკაზე, ტყუილებია. მეტია, ნაკლებია, რა ხდება, სრულიად გაურკვეველია, ფაქტია, რომ სტატისტიკა მუდმივად პროპაგანდისტულია და როდის რა ზრახვა აქვს ხელისუფლებას, ჩვენ არავინ გვეუბნება.

ხელისუფლება ვალდებულია პასუხისმგებლობაც აიღოს და ახსნა-განმარტებები გააკეთოს.
მსგავსი ტყუილები სრულიად საკმარისია საიმისოდ, რომ პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის, ასევე ყველა იმ პირის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც საკოორდინაციო საბჭოშია. მათ უნდა დატოვონ თანამდებობები.” – წერს არჩლ გამზარდია.

რა მოხდა სინამდვილეში საკოორდინაციო საბჭოების იმ სხდომებზე, სადაც ექიმებიც იყვნენ მიწვეულნი და რისთვის მიიწვიეს ისინი…

Posted by თამო კეშა on Saturday, January 16, 2021

იტვირთბა....