ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ოცნების” ყრილობა აქციის პარალელურად მიმდინარეობს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა დაიწყო.

„ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში გამართულ ყრილობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე დელეგატი ესწრება.

დღევანდელ ყრილობაზე პარტია ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევს.

როგორც ცნობილია პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.

პოლიტიკურმა საბჭომ უკვე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია.

ამასთან, დღევანდელ ყრილობაზე აირჩევს პარტიის აღმასრულებელ და გენერალურ მდივნებს. როგრორც პარტიაში აღნიშნავენ,  გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება, ხოლო აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით არ დასახელებულა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ „ექსპო ჯორჯიასთან” პარალელურ რეჟიმში აქცია მიმდინარეობს. 

იტვირთბა....