საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის ინფიცირებისგან 23 ადამინი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსს სულ 2 916 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ით ინფიცირებისგან 2 189 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო საერდო ჯამში ვირუსისგან 231 385-მდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, დღეს, საქართველოში, კორონავირუსის 1 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.