საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ით ინფიცირებისგან 2 189 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო საერდო ჯამში ვირუსისგან 231 385-მდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის ინფიცირებისგან 23 ადამინი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსს სულ 2 916 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან ყველაზე მეტი დედაქალაქში დაფიქსირდა, ხოლო ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 698.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 528 ადამიანი.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 528 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 225, აჭარაში – 107, ხოლო იმერეთში – 7.
სულ 6 ოქტომბრიდან – 15 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 237 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 106 ადამიანი.