ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მიხედე დედაჩემს, თუ რამე დამემართა… წავშლი ამ მესიჯებს, არ მინდა საფრთხეში ჩაგაგდო” – ბაჩალიაშვილის ბოლო გზავნილები საჯაროვდება

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

აღნიშნულ სარჩელში ადვოკატი თან ურთავს თამარ ბაჩალიაშვილისა და მისი მეგობრის პირად მიმოწერას.

“მიხედე დედაჩემს, თუ რამე დამემართა… წავშლი შენს მესიჯებს, არ მინდა გაიგონ, რომ მიცნობ და საფრთხეში ჩაგაგდო”. – აღნიშნულია სარჩელში, რომელიც ადვოკატმა პროკურატურაში წარადგინა.

ამასთან, როგორც მიხეილ რამიშვილი “მთავარ არხთან” დასძენს,  ეს მიმოწერა ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა გამოძიებისთვის, თუმცა მესიჯის ადრესატი პროკურატურას არ დაუკითხავს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მიხეილ რამიშვილმა განცხადება გაავრცელა სადაც ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმეს, ხოლო საქმე დაიხურა 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....