ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმეს” – მიხეილ რამიშვილი

“გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმეს,” – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“  ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

ადვიკატის თქმით, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს სტატუსი 23 დეკემბერს, მას შემდეგ გაუუქმეს, რაც პროგრამისტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყდა.

ამასთან, მისივე განცხადებით ის ხვალ, გენერალურ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს მოთხოვნით, გაუქმდეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლე აღარ არის და ამასთან, საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს.

იტვირთბა....