„ეგ განცხადება როცა გავაკეთო, ცოტა გაბრაზებული ვიყავი, რადგან „ევროპული საქართველოდან“ შეურაცხყოფების ნაკადი მოედინება. ლაპარაკით დაველაპარაკები ყველას, გიგა ბოკერისაც დაველაპარაკები, ჩერგოლეიშვილსაც კი დაველაპარაკები. იქ არიან ადამიანები, რომლებიც მანდატებით არიან წარმოდგენილნი – ეს ხალხი არსად არ ჩანს. ჩემი კოლეგაა, მინდა ვიცნობდე, არ მაქვს უფლება? მინდა თვალებში ჩავხედო იმ კაცს და მითხრას, რომ ის, რასაც შენ იძახი სისულელაო, როგორც ამბობს გიგა ბოკერია“,
გირჩის წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი
ამის შესახებ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცნობისთვის, მეგრელიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა: როგორც ჩანს, ტარიელ ნაკაიძესა და არმაზ ახვლედიანს ადამიანებად არ თვლიან“.