ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბავშვები ვაქცინაციაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას”- შეიძლება თუ არა ბავშვების აცრა კოვიდის ვაქცინით 

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ბავშვებში საფრთხის შემცველია თუ არა, ამაზე ჯერჯერობით არანაირი კვლევები არსებობს. ამის შესახებ ფხაკაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც ფხაკაძე განმარტავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ბავშვები მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან ამ ეტაპზე მათი რისკ-ფაქტორების შესახებ უცნობია.

„ბავშვები, ზუსტად ისეთივე საფრთხის ქვეშ არიან პანდემიის გამო, როგორც უფროსები. განსაკუთრებით, ჭარბწონიანი ბავშვებისთვის არის საშიში კორონავირუსი. ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ჭარბწონიან ბავშვებს, ეს ვირუსი უფრო მძიმედ გადააქვთ. ამიტომ, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო.

რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, ჯერჯერობით, არცერთ კომპანიას არ გაუკეთებია კვლევა, შესაბამისად, ბავშვები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ვაქცინაციაში, ვინაიდან ჯერ, შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა,”- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის, საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინის პირველ დოზას იანვრის ბოლოდან ელოდებიან.

COVID-19-ზე პირველ რიგში უნდა აიცრან წინა ხაზის სამედიცინო პერსონალი, შემდეგ შედიან – მოხუცებულთა თავშესფრების ბენეფიცილები და პერსონალი, შემდეგ უნდა აიცრან 75 წელს გადაცილებული ადამიანები, მათ კი 65 წელს გადაცილებული ადამიანები მოჰყვებიან.

იტვირთბა....