“მე არ მჯერა ასეთი ინფანტილური სისულელეების, რომელიც, იდეაში, ისეთი ჯგუფებისგან უფრო ისმის ხოლმე, რომელსაც თავიდანვე ეტყობა, რომ ამ მოლაპარაკებების წარმატების სურვილი არა აქვს. ვუსმენდი გიგა ბოკერიას იაგო ხვიჩიას ეთერის შემდეგ და გიგა ბოკერიას ეტყობა განსაკუთრებულად ეს დამოკიდებულება მოლაპარაკებების მიმართ, რაც, მგონია, რომ ძალიან არაპრაგმატულია ისედაც დამარცხებული პარტიისთვის, რომელსაც ახლა შეიძლება დაბრალდეს, რომ ჩამშლელია კონსტრუქციული პროცესის. ამაზე სრულ პასუხისმგებლობას აიღებს ევროპული საქართველო.”
გირჩის წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი
ამის შესახებ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
შეგახსენებთ, ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამ დროისათვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობამ უარი თქვა.
ამასთან, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “გირჩის” გაყოფილ ნაწილთან მოლაპარაკებას მართავს. მათი შეთავაზებაა, “თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ქართულ ოცნებაზე ჯამურად მეტს აიღებს ოპოზიცია, მაშინ ეს ავტომატურად იყოს 2022 წლისთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა”.