დაავადებათა კონტროლიის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე განმარტავს, რომ პირველი ტებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ სწავლა შესაძლოა, ჯერ პატარა ქალაქებში/სოფლებში დაიწყოს და მოგვიანებით, დიდ ქალაქებში.
როგორც იმნაძე “ფორმულას” ეთერში აღნიშნავს, შეზღუდვები თავიდან მხოლოდ 6 დიდ ქალაქს შეეხო და დეკემბრამდე სოფლის სკოლები ფუნქციონირებდა.
“როდესაც დაიწყება სწავლა, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ცოტა უფრო გვიან დაიწყოს სწავლა დიდ ქალაქებში, ვიდრე სხვა დასახლებებში”, – ამბობს იმნაძე.
შეგახსენებთ, ქვეყანაში 28 მოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო. თუმცა, იპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები პირველ თებერვლამდე გახანგრძლივდა.