ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაატა იმნაძე საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანას არ გამორიცხავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის შემოტანას არ გამორიცხავს.

როგორც იმნაძე ამბობს, რომ თუ ჩინური რომელიმე ვაქცინა პრეკვალიფიცირებული იქნება, მაშინ საქართველო მის შემოტანას განიხილავს. ამის შესახებ იმნაძემ “ფორმულასტან” განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშა, მტავარი პირობაა, ვაქცინა ავტორიზებული იყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რომელიც იქნება პრეკვალიფიცირებული, მერე იქედან რომელსაც გვინდა ავარჩევთ.[…]

თუ ჩინური ვაქცინა მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაციას, მაშინ, ამაზე რა წინააღმდეგობა იქნება, არ მესმის. თუ იქნება [აღიარებული], რატომაც არა?” – ამბობს პაატა იმნაძე.

პაატა იმნაძის თქმითვე, ახლა დამოკიდებულია ყველაფერი კოვაქს პლატფორმასა და პარტნიორ ქვეყნებზე, როდის მიაწვდიან ვაქცინას.

ცნობისთვის, როგორც მთავრობაში აცხადებენ, საქართველოში პირველი დოზა “ფაიზერის” ვაქცინის შემოვა, რითიც მედპერსონალი აიცრება.

იტვირთბა....