“ვერ ვამტკიცებთ არჩევნების გაყალბებას, ეს არის ფაქტია. ვერ ვამტკიცებთ, რადგან არ გვაქვს ქვეყანაში სასამართლო, სადაც ამას დავამტკიცებთ. კობახიძე ამბობს, ერთი პროცენტი გაყალბება დაგვიმტკიცეთო და ვერ ვამტკიცებთ.
იაგო ხვიჩია – “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.
ამასთან, როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ის რომ დღეს ქვეყანაში სასამართლო არ ფუნქციონირებს, ეს “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დამსახურებაა.
ამასთან, გადაცემაში აკაკი ბობოხიძე და იაგო ხვიჩია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი გახდა იაგო ხვიჩიას განცხადება, სადაც ის ამბობს რომ ოპოზიცია ელჩთან გამტყუნდა და ვერ მოახერხა, არჩევნების გაყალბება დაემტკიცებინა.
იხილეთ ოპოზიცონერი ლდერების კამათის ამსახველი ვიდეო.