ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) “ოპოზიცია გამტყუნდა, ვერ დავამტკიცეთ გაყალბება… რა სისულელეა”- ხვიჩიამ და ბობოხიძემ გადაცემაში იკამათეს

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ინგა გრიგოლიას გადაცემაში სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრობს.

საკითხის კომენტირებისას იაგო ხვიჩიამ ოპოზიციის მხრიდან პლებისტიცის მოთხოვნას გაუსვა ხაზი, რაზეც აღნიშნა, რომ მისი პარტია პლებისციტის მომხრე არ არის.

“ეს იყო “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” იდეა. “ოცნებამ” თქვა, აპაპა რას პალარაკობ, რა პლებისციტიო. ეს სიტუაცია გვქონდა ფასილიტატორებთან, ფასილიტატორებთან ჩვენ ვტყუნდებით, ოპოზიცია გამტყუნდა იქ, ელჩმა თქვა, შედი პარლამენტშიო. მე მინდა გადავარჩინო ოპოზიცია,”- განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩიას ამ განცხადებას უპასუხა გადაცემაში მყოფმა “ევროპული საქართველოს” წევრმა აკაკი ბობოხიძემ და უთხრა, რომ სიტყვა “გამტყუნებას” ნუ გამოიყენებდა, ვინაიდან, მისი თქმით, ოპოზიცია არ გამტყუნებულა.

“ვმტყუნდებით რას ნიშნავს, ელჩმა გვითრხა რომ გამტყუნდა ოპოზიცია? სისულელეა, ელჩი :გამტყუნდიო”, არ იხმარს, “, – უპასუხა ბობოხიძემ, რაზეც ხვიჩიამ უპასუხა, “ვერ დავამტკიცეთ გაყალბება, როგორც გვეკადრებოდა.”

საუბარს ხვიჩიასა და ბობოხიძეს შორის მცირედი ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა. ხვიჩიამ აკაკი ბობოხიძეს მოუწოდა, ლაპარაკს ნუ შეაწყვტინეს და მასთან ასე არ შეილება საუბარი.

 

 

იტვირთბა....