ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ჩოხატაურის მერიასთან მიმდინარე აქციაზე სიტუაცია დაიძაბა

ჩოხატაურის მერიასთან მიმდინარე აქციაზე სიტუაცია დაიძაბა.

მუსლიმი თემის წარმომადგენლები მერიაში შესვლას ცდილობენ, თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

 შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის 12 იანვარს დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები კი ამის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.

ამასთან, ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა განაცხადა, რომ ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს.
იტვირთბა....