პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “გირჩის” გაყოფილ ნაწილთან მოლაპარაკებას მართავს.
ცნობისათვის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და საარჩევნო სისტემის ცვლილების შემთხვევაში ელისაშვილმა თქვა, რომ პარლამენტში შევა, თუნდაც ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა ბოიკოტი გააგრძელოს.
რამდენიმე საათში ცნობილი გახდება, თუ რაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება მასა და “გირჩის” დანაყოფს შორის.
ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ელისაშვილის პარლამენტში შესვლა ოპოზიციურ ერთობას ვერ დაშლის.