“ყველა საავადმყოფოს დაევალოს, რომ ერთ თვეში დაიწყოს ელექტრონული ბარათების ხმარება, დატესტილია და მომზადებულია ყველაფერი,” – აღნიშნული განცხადება გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ “დღის კურიერში” საუბრისას განაცხადა.
როგორც ფხაკაძემ გადაცემაში საუბრისას დასძინა, საქართველოში ვაქცინის შემოტანამდე ბევრი ტექნიკური საკითხი მოუგვარებელია, მათ შორისა სწორედ ელექტრონულ ბარათების მოხმარება.
“უნდა იყოს პოლიტიკური ნება, ან იყოს გამოცემული ბრძანება და ხვალიდან ყველა საავადმყოფოს დაევალოს, რომ ერთ თვეში დაიწყოს ელექტრონული ბარათების ხმარება, დატესტილია და მომზადებულია ყველაფერი.
სტომატოლოგიური კლინიკები უნდა გადასულიყვნენ პირველი იანვრიდან და მაქვს კითხვა, რატომ არ გადავიდნენ? პასუხი არ მაქვს სამწუხაროდ, მილიონობით ფულია დახარჯული მაგრამ არ გაკეთებულა”, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ