სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში არსებულ სხვადასხვა ორგანიზაციაში არიან ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად აწყობენ პროვოკლაციებს, რომლებიც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ჩამოშლას ემსახურება. იგი სახელმწიფო უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ საქართველო არის ტოლერანტობის ნიმუში და ამ ქვეყნის მოქალაქეები განურჩევლად მრწამსისა და სოციალური ფენისა თანასწორნი არიან. ამის შესახებ გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს. ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სამშობლოში, ყველანი ვართ საქართველოს მოქალაქეები განურჩევლად მრწამსისა, წარმომავლობისა და აშ. აქ არ არსებობდა და არ იარსებებს შუღლი, შეურიგებლობა და მიუღებლობა განსხვავებულისა. ჩვენი ქვეყანა მსოფლიოსთვის მაგალითია ტოლერანტობის, მეგობრობის, ურთიერთსიყვარულის, მაგრამ სამწუხაროდ და საუბედუროდ არიან ადამიანები მოკალათებული, როგორც სახელმწიფო უწყებებში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც მიზანმიმართულად ხელს უწყობენ საქართველოში ეროვნული და რელიგიური შუღლის გაღვივებას. ბევრი ფაქტია ამის. ისინი არიან საქართველოს მტრები, პირდაპირ ვაცხადებ: ისინი ანადგურებენ სახელმწიფო საქართველოს ყველანაირი ინფორმაცია არსებობს და დევს, ამიტომ გაბედულად იმოქმედოს სახელმწიფომ და აღკვეთოს ყველა მსგავსი პროვოკატორის მოქმედება, მკაცრად, კანონით.
კიდევ არაა გვიანი… სანამ არ დაუშლიათ ბოლომდე ჩვენი სამშობლო ჩვენ ვართ საქართველო“, – წერს სოსო გოგაშვილი.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილის შეფასებისას, სადაც ის ქართულ მედიაზე საუბრობდა, აღნიშნა, რომ სააკაშვილი ალაჰია და მისი მოციქული მუჰამედი გვარამიაა. მის, ამ განცხადებამ მუსლიმთა თემი გააღიზიანა და მისგან ბოდიშის მოხდას იხდიან.