ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე თუ ქრისტეზე ვიხუმრებ, ამით ვის რა უშავდება?”- რას წერს ვახო სანაია ფაქიზი თემის შესახებ

ტელეწამყვანი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ჟურნალისტი აღნიშნულ პოსტში რელიგიურ გრძნობებზე წერს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.

„ალბათ, ბევრს არ მოეწონება და შემედავება კიდეც, მაგრამ არ შემიძლია, არ ვთქვა. კონკრეტულ საკითხზე გუშინ გამოვხატე ჩემი აზრი. ახლა ზოგადადაც ვიტყვი.

მე თუ ქრისტეზე ვიხუმრებ, ამით ვის რა უშავდება? ან სხვა თუ იხუმრებს მუჰამედზე, მე რა მიშავდება? ან თუ აზრის სხარტად გადმოსაცემად დამჭირდება ღმერთის ან მოციქულების ხსენება, ეს ვისი რა საქმეა? იუმორიც გრძნობაა. მაშინ რატომ უნდა ამიკრძალოს ვინმემ იუმორის გრძნობის გამოხატვა? ან ქრისტე და მუჰამედი რატომ უნდა ჰქონდეს ვინმეს პრივატიზებული? სრული სიგიჟეა ეგ რელიგიური გრძნობები და ბოლოს მთავრდება “შარლი ებდოს” რედაქციაში შევარდნით.

ძალიან საშიში ფენომენია და ბოროტებაა მაგ საკითხით სპეკულირება. ბოროტება – როგორც კონკრეტული ადამიანების, ასევე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ“, – წერს ვახო სანაია.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ – “სად იყავით თქვე ნაძირლებო, ჩვენ რომ ვაპროტესტებდით პანკისში მუსლიმობის გამო ადამიანებს ტერორისტების იარლიყებს რომ აწებებდნენ?”

მოგვიანებით, კი “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დასძენს, რომ მას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ედავებიან.

 

იტვირთბა....