“ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მაქსიმალურად თავშეკავებულად შეხვდა ჩვენი მოსახლეობა ახალი წლის ზეიმებს, ძალიან მიხარია ეს იმიტომ, რომ არ ჩანს დრამატული მატება.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობისთვის, 13 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 403 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ვირუსისგან 26 ადამიანი გარდაიცვალა.