ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 14-16 იანვარს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 იანვარს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.

სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელი ძლიერი ნალექები მთიან ზონებში ზვავების ფორმირებას და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას გამოიწვევს.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს.

იტვირთბა....