aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოპტიმალური იქნება, რომ pfizer-ის ვაქცინის მცირე რაოდენობა შემოიტანონ და აიცრას მთავარი რისკ ჯგუფები“ – ცერცვაძის მიმართვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, “საქართველოში შემოტანილი იქნება pfizer-ის ვაქცინის რაღაც რაოდენობა”. მისი თქმით, pfizer-ის ვაქცინის შენახვა -80 გრადუსზე უნდა მოხდეს, რისი რესურსიც საქართველოს არ აქვს. ამ ეტაპზე ვაქცინის შესაძენად საქართველო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს pfizer-სა და AstraZeneca-სთან. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, pfizer-ის დიდი რაოდენობით ვაქცინის მიღება საქართველოს მსგავს ქვეყანას გაუჭირდება.

„pfizer-ის დიდი რაოდენობით ვაქცინის მიღება საქართველოს მსგავს ქვეყანას გაუჭირდება. საქართველოში შემოტანილი იქნება pfizer-ის ვაქცინის რაღაც რაოდენობა. მილიონისთვის და ორი მილიონისთვის საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა pfizer-ს არ ეყოფა, იმიტომ რომ ამ რაოდენობის -80 გრადუსის ტემპერატურის მაცივრები არ არის. ოპტიმალური იქნება, რომ pfizer-ის ვაქცინის მცირე რაოდენობა შემოიტანონ და ამ რაოდენობით აიცრას მთავარი რისკ ჯგუფები“ – განაცხადა იმუნოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი Pfizer-ის და BionTech-ის ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა. მზადდება საქართველოში ვაქცინის დანერგვის გეგმა, რომლის ფორმალიზაციაც იანვრის ბოლომდე განხორციელდება.

იტვირთბა....