aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ნიკა გვარამიას კონკრეტული ფრაზა მუსლიმი თემის მიმართ შეურაცხმყოფლად და დისკრიმინაციულად შეფასდა” – ნინო ლომჯარია “მთავარი არხის” დირექტორს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალური ქსელის საშუალებით “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება.

როგორც ლომჯარია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, ნიკა გვარამიას მიერ სატელევიზიო კომენტარში ნახსენები კონკრეტული ფრაზა მუსლიმი თემის მიმართ შეურაცხმყოფლად და დისკრიმინაციულად შეფასდა.

“ცალკეულმა პირებმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა ნიკა გვარამიას მიერ სატელევიზიო კომენტარში ნახსენები კონკრეტული ფრაზა მუსლიმი თემის მიმართ შეურაცხმყოფლად, დისკრიმინაციულად შეაფასეს და ჟურნალისტისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

გავეცანი მუსლიმი თემის ჩემთვის ანგარიშგასაწევი არაერთი წარმომადგენლის, მათ შორის სასულიერო პირების საპირისპირო პოზიციებს და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ფაქტისგან გარკვეული პირები ხელოვნურად ცდილობენ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საბაბით დაპირისპირების გაღვივებას, რაც მიმაჩნია, რომ ისეთივე სახიფათოა, როგორც სიძულვილის ენის რეალურად გამოყენება. აღარაფერს ვამბობ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლო რისკებზე.

მოვუწოდებ ყველას, სიფრთხილე გამოვიჩინოთ რელიგიურ საკითხებზე დაპირისპირების ხელოვნურად წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, მითუმეტეს, რომ, სამწუხაროდ, მუსლიმ თემს ნამდვილად აქვს ქვეყანაში მთელი რიგი პრობლემები დისკრიმინაციული დამოკიდებულების თვალსაზრისით.

ჩოხატაურში/ბუკნარში დღეს განვითარებული ძალიან სამწუხარო მოვლენები ამის ნათელი მაგალითია. სჯობს ვისაუბროთ ამ და სხვა მრავალ გამოწვევაზე, რაც რეალურად აწუხებს თემს!” – წერს ლომჯარია.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ – “სად იყავით თქვე ნაძირლებო, ჩვენ რომ ვაპროტესტებდით პანკისში მუსლიმობის გამო ადამიანებს ტერორისტების იარლიყებს რომ აწებებდნენ?”

მოგვიანებით, კი “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დასძენს, რომ მას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ედავებიან.

იტვირთბა....