ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არაფორმალურად იმართებიან, სულ სამი-ოთხი კაცია იქ, ვინც ძალადობს და ამუნათებს ვიღაცებს”- ივანიშვილი ოპოზციაზე

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი “საზოგადოებრივი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუშ ოპოზიციურ სპექტრზე საუბრობს.

როგორც ივანისვილი აცხადებს, ოპოზიციის ნაწილი დესტრუქციულ ზალას წარმოადგენს და ახალი ძალებიც მათ ხელწერას ირჩევენ.

„თეორიულად არ მიყვარს არანაირი რევოლუცია. ევოლუციურად უნდა განვითარდეს საზოგადოება. ეს პროცესი ხდება ახლა. ჩვენი ოპონენტებისგან უეცრად რაღაც საუკეთესოს ვერ მივიღებთ. ოპონენტების ძირითადი ნაწილი მყავს მხედველობაში, თუმცა ახალი ძალებიც გამოჩნდნენ და რატომღაც, ისინიც მათ ხელწერას ირჩევენ. ამათგან უეცრად რაღაც განსხვავებულ პროდუქტს ვერ მივიღებთ, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს კარგია, საქმისთვის, თუ ეს ძალიან გახანგრძლივდა, რა თქმა უნდა კარგი არ არის,’- აცხადებს იცანიშვილი.

ივანიშვილის  შეფასებით, დღევანდელი ოპოზიცია ძალიან სუსტია და მას გაჯანსაღება სჭირდება.

“სჯობს, მალე გაჯანსაღდეს ოპოზიცია. გუშინ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თებერვალში დაიწყება კომისიის ჩამოყალიბება და მოხდება უბნების გადათვლა, რაზეც ჰქონდა ოპოზიციას პრეტენზია. ამბობდნენ, გაყალბდა, თუმცა არ გადავთვლით, თუ შევამოწმეთ, არ გვაწყობსო. ახლა ოპოზიცია ძალიან კრიტიკულ სიტუაციაშია. თუ ეყოფა ძალა ჯანსაღ ნაწილს და უარს იტყვიან დიქტატორზე, რომელიც დღესაც ჰყავთ, კარგი იქნება. არაფორმალურად იმართებიან, სულ სამი-ოთხი კაცია იქ, ვინც ძალადობს და ამუნათებს ვიღაცებს, თითქოს ჩნდება რესურსი, რომ ახლაც მოახერხონ, მაგრამ დრო დასჭირდებათ“,- განაცხადა ივანიშვილმა.

იტვირთბა....