“ჩემი მმართველობის ფორმაა ძირითადად კამათი იყო, ბიზნესიდან მომდევს ეს, ძალიან მიყვარს კამათი,” – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” ყოფილმა თავჯდომარემ “საზოგადოებრივი არხის” ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა გუნდი მზად და ჰქონდათ თუ არა “ოცნებაში” კითხვები მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.
როგორც ივანიშვილი გადაცემაში სტუმრობისას განმარტავს, გუნდმა მისი გადადგომის შესახებ თითქმის ერთი წელია რაც იცის და მათ ამისთვის ამზადებდა.
“დიდი ხანია მე ამისთვის ვამზადებ გუნდს, თვეებია, შეიძლება წელიწადზე მეტიც იყოს. დიდი ხანია ემზადებიან ამისთვის. რა თქმა უნდა, გუნდში ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ის რასაც ცდილობენ ოპონენტები, რომ თავიანტი ტიპის მმართველობა მე მომახვიონ და დიქტატორად მაცხადებენ, ჩემი მმართველობის ფორმაა ძირითადად კამათი იყო, ბიზნესიდან მომდევს ეს , ძალიან მიყვარს კამათი. საერთოდ ვისაც შეუძლია მიიღოს პროცესში, როცა კრიტიკურლი გადაწყვეტილებებია მისარები, მხოლოდ ასეთი მეთოდებით ვსარგებლობდი და ვცხოვრობდი მუდამ და გუნდშიც რა თქმა უნდა ასეთი პოზიციაც მქონდა. და გუნდში შეიძლება ასაკის გამო მიწევდნენ ანგარიშს, მაგრამ ემოციურად გამოხატვის საშუალება ასე ვთქვათ ჰქონდაც. მე ოპონენტს შეურაცხყოფას არასდროს ვაყენებ, მე მგონი საჯარო სივრცეში ასე მივდივარ, რომ არასდროს არ მიკადრებია ვინმესთვის შეურაცხყოფა, თუმცა მათი მხრიდან იყო. შესაბამისად გუნდი განიცდის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მეგობრის, ვთქვათ გუნდიდან გასვლა ყოველთვის იწვევს კითხვებს. მე ვფიქრობ რომ აფსოლუტური მზაობა აქვს გუნდს, რადგან ძალიან კარგი გუნიდა. მე ვფიქრობ რაც შესაზლებელი იყო ჩვენი ვარიანტიდან კარგი მაგალითია ძალიან.” – განაცხადა ბიძინა ივანშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში.