მას შემდეგ, რაც კომპანიებმა “ფეისბუქმა” და “ტვიტერმა” ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშები დაბლოკეს, ევროკომისიიის წევრებმა განცხადებები გაავრცელეს, სადაც მომხდარი ფაქტი დაგმო.
როგორც განცხადებებში წერია, მიუღებელია, რომ პლატფორმები ასეთ მნიშნელოვან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზედამხედველობის, ანგარიშვალდებულების, დიალოგისა და გამჭვირვალობის გარეშე იღებენ.
„ჩვენი აზრით, არ არის მისაღები ის ფაქტი, რომ პლატფორმები ასეთ მნიშნელოვან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზედამხედველობის, ანგარიშვალდებულების, დიალოგისა და გამჭვირვალობის გარეშე იღებენ. გამოხატვის თავისუფლებლება მთავარი ღირებულებაა“,- აღნიშნა 11 იანვარს პარლამენტარებთან საუბრისას ევროკომიის ელექტრონული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
ევროპარლამენტში კომენტარი გააკეთეს ასევე დონალდ ტრამპის სოციალური ქსელების დაბლოკვასთან დაკავშირებით.
„საშიშია ის ფაქტი, რომ ისეთი სოციალური პლატორმები, როგორებიც ტვიტერი და ფეისბუკი არიან, წყვეტენ იმას, თუ ვის შეუძლია თავისუფლად ისუბროს. აუცილებელია ძალაუფლება გამოხატვის თავისუფლებაზე კერძო კომპანიებიდან დემოკრატიულ ინსიტიტუტების ხელში დავაბრუნოთ“,- განაცხადა დეპუტატმა, კიმ ვან სპარენტაკმა.
ცნობისთვის, კომპანიებმა „ტვიტერმა“ და „ფეისბუქმა“ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშები დაბლოკა. თავრდაპირველად ტრამპის ანგარიში დროებით გაუქმდა, თუმცა მოგვიანებით “ტვიტერმა” განაცხადა, რომ მოქმედი პრეზიდენტი სამუდამოდ დაბლოკა.