“ყოველდღიურ მართვაში “ქართულ ოცნებას“ დაენძრევა, რადგან კობახიძის მიერ გაკეთებული საქმე მხოლოდ კონფლიქტები იქნება. თავის დროზე კობახიძემ პარტია დაშლამდე მიიყვანა. თუ გინდა რაღაც დაშალო და გაანადგურო, კობახიძეს უნდა ჩააბარო. კობახიძე მხოლოდ კრიზისს გააღრმავებს. ხალხს ის სიკეთეს ვერ მოუტანს.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს წევრი
ამის შესახებ უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნულით პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის წარდგენა შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.
“ქართული ოცნების” ყრილობა 16 იანვარს გაიმართება, სადაც 400-მდე დელეგატი პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს.