მთავარი ციტატა

“მზადა ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, საჯაროდ გავიკეთო”- ლადო კახაძე

“მზადა ვარ, თანახმა ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა და როგორც ასაკით, როგორც დარგის სპეციალისტის, როგორც საკანონმდებლო სივრცის, საჯაროდ, ყველას დასანახად ეს ვაქცინა გავიკეთო…”

ქართული ოცნების დეპუტატი, ლადო კახაძე

ამის შესახებ კახაზემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, მარტში ან აპრილში შემოვა. მთავრობას შეკვეთა უკვე გაფორმებული აქვს და წინასწარ  4,5 მილიონი დოლარიც უკვე გადაუხადა. ამასთან, თავდაპირველად ქვეყანაში ვაქცინა 700 000 მოქალაქისთვის შემოვა, პირველ ეტაპზე კი რისკჯგუფების წარმმადგენლების ვაქცინაცია მოხდება.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ქვეყანაში თებერვლის ბოლოს შემოვა.

იტვირთბა....