“თუ სამეცნიერო კომიტეტი ჩათვლის, რომ ჩინურ ვაქცინას არ აქვს ჩატარებული შესაბამისი კვლევა, არ არის სარწმუნოობა მისი ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ, მაშინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ მიანიჭებს გადაუდებელ გამოყენებას და „კოვაქსის“ პლატფორმაზე ვერ განთავსდება.”- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგბა მიძინა კულუმბეგოვმა საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემოტანის საკითხზე განაცხადა.
კულუმბეგოვის თქმით, საართველომ ვაქცინა „კოვაქსის” პლატფორმიდან უნდა შეიძინოს, ამ პლატფორმაზე კი მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინები განთავსდება.
„კოვაქსზე“ თუ განთავსდება ე.ი. გარანტირებულია მისი უსაფრთხოება. ისე არ დაიშვება ეს ვაქცინები. ამ ეტაპზე არცერთი ვაქცინა არ არის „კოვაქსის“ პლატფორმაზე წარდგენილი. ვხედავდთ „მოდერნას“ და „ფაიზერს“, რომელიც გამოიყენება მაგრამ, სამწუხაროდ, არცერთი ვაქცინა „კოვაქსის“ პლატფორმაზე კონტრაქტორი არ არის და ვაქცინებს არ მისცემენ „კოვაქს“ ჩვენთან უხარისხო ვაქცინა არ შემოვა. თუ იქნება არასაკმარისი დოკუმენტები და არასაკმარისი სარწმუნოება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინურ ვაქცინას არ მისცემს მსოფლიოს რომ გამოიყენოს“,- აცხადებს კულუმბეგოვი.
ამასთან, კულუმბეგოვი ამბობს, თუ ყველა ვაქცინამ კლინიკური კვლევა სწორად, კარგად გაიარა და გაამართლა, „კოვაქსის“ პლატფორმას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, მსოფლიოს 98 ქვეყანას გაუნაწილოს სხვადასხვა კომპანიის ვაქცინის დაახლოებით, 2 მლრდ დოზა.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, მარტში ან აპრილში შემოვა. მთავრობას შეკვეთა უკვე გაფორმებული აქვს და წინასწარ 4,5 მილიონი დოლარიც უკვე გადაუხადა. ამასთან, თავდაპირველად ქვეყანაში ვაქცინა 700 000 მოქალაქისთვის შემოვა, პირველ ეტაპზე კი რისკჯგუფების წარმმადგენლების ვაქცინაცია მოხდება.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ქვეყანაში თებერვლის ბოლოს შემოვა.