“ეს რას ჭორაობს – რა სამარცხვინოა. რა იცის რა პირობა მისცა, ამას ვინ უთხრა. ყველანაირი რესპექტაბელურობა დაკარგა. ამას ხომ უპასუხებს ახლა ამერიკის საელჩო? ეს ხომ კარგი არ იქნება?
ყველანაირი მუხრუჭი მოშლილი აქვს. აღარც ერთი აღარ უმუშავებს.
თამარ ჩერგოლეიშვილი – “ტაბულას” დამფუძნებელი
აღნიშნულით ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ აშშ-ის ელჩს პოლიტიკიდან წასვლის პირობა მისცა.