კორონავირუსთან დაკავშირებით „მაესტროს” ეთერში მაყურებლის კითხვებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი პასუხობდა.
გადაცემაში ერთ-ერთმა მოქალაქებ დარეკა, რომლის კითხვამაც წამყვანიც და ექიმიც გაახალისა.
„გადავიტანე კოვიდი, დამატებით დღეს ჩამოვვარდი კიბიდან, კუჭის არით დავეცი საფეხურს, ამისხლიტა და გადავვარდი, დამიტოვა ტკივილები კუჭის არეში და მაინტერესებს საჭიროა თუ არა გამოვიძახო სასწრაფო?” – ჰკითხა მაყურებელმა რატიანს.