დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ანანურის ძეგლის შესახებ წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც დეკანოზი წერს, ზაფხულიდან ანანურის ციხესიმაგრის რესტავრაციას არაკომპეტენტური ადამიანები ატარებენ და ძეგლს აზიანებენ.
“გელათი არაა, ანანურია, მაგრამ მოგეხსენებათ, ესეც უმნიშვნელვანესი ეროვნული განძია და ამიტომ სპეციალისტებმა უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება. ანანურის ციხესიმაგრეზე რესტავრაცია მიმდინარეობს ზაფხულიდან მოყოლებული. მიმაჩნია რომ ძალიან “თითხნაობენ” “რესტავრატორები”, მგონი ელიავაზე აყვანილი “ბრიგადაა”, აბა სხვა რა ვიფიქრო?! დააკვირდით ფოტოებს.
კარგი იქნება რომ სპეციალისტების მცირე ჯგუფები ალტერნატიულ, მოხალისე ინსპექტირებებს აკეთებდნენ მიმდინარე პროექტებზე, თორემ ლამის ყოველ მეორე რესტავრირებულ ძეგლს “გელათი” დამართეს. ცემენტია თუ კირცემენტის ხსნარი არც ეს ვიცი. ფაქტია, ძალიან ყვირის და ულაზათოთდ, უხეშადაა მითითხნილი!”, – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
შეგახსენებთ, რომ გელათში მიმდინარე რესტავრაციის დროს დაშვებული შეცდომების გამო სახურავი დაზიანდა და წვიმის წყალმა რამდენიმე ფრესკა დააზიანა.