თურქული ონლაინ გამომცემლობის, “Sozcu”-ის ინფორმაციით, თურქ მწერალსა და ტელეწამყვანს, ადნან ოკტარს სტამბოლის სასამართლომ 1075-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც მედია გამომცემლობა იუწყება, მწერალსა და ტელეწამყვანს არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობაში, ადამიანების გატაცებაში, შანტაჟში, ჯაშუშობასა და სხვა მძიმე სახის დანაშაულშია ბრალდებული.
მათივე ცნობით, ადნან ოკტართან ერთად საბრალდებო სკამზე მისი 236 თანამოაზრეც აღმოჩნდა.
ამასთან, მედიასაშუალების ცნობით, ბრალდებული 2018 წლის ივლისიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
მანამდე ის თეოკრატიული რევოლუციის მოწყობის მცდელობის ბრალდებით 1986 წელსაც იყო დაპატიმრებული, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაათავისუფლეს.