ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იგეგმება თუ არა პრემიერ-მინისტრის შეცვლა – თალაკვაძის განმარტება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე “რუსთავი2” ის ეთერში “ქართული ოცნებაში” მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე საუბრობს.

თალაკვაძე პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებულ გუნდზე საუბრისას აღნიშნავს, რომ 16 იანვარს ახალი სახეები დასახელდებიან, რომლებიც მანამდე პოლიტიკაში არ ყოფილან.

თალაკვაძე პასუხობს ჟურნალისტის კითხვასაც, იგეგმება თუ არა პრემიერ-მინისტრის შეცვლა, რაზეც პასუხობს, რომ გუნდი მსგავს ცვლილებას არ განიხილავს.

“არა, არ იგეგმება, ასეთი ცვლილება. ალბათ გასაკვრიც იქნებოდა, ამასთაან დაკაშირებით რაიმე გეგმა ჰქონდეს პარტიას, ვინაიდან გიორგი გახარიას გუნდს პარლამენტმა ახლახანს გამოუცხადა ნდობა, მან დაამტკიცა, რომ შეუძლია რთული სიტუაციების ეფექტური მართვა. შესაბამისად, დღეს თუ ამაზე საუბრობდა, რადიკალური ოპოზიციაა,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცეკა, სადაც ნათქვამია, რომ ის  პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის. როგორც ივანიშვილი წერილში აღნიშნავს, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს.

ქართული ოცნების ყრილობა 16 იანვარს გაიმართება, სადაც 400-მდე დელეგატი პარტიის ახალ თავმჯდომარეს და ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს.

იტვირთბა....