ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახეთში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, კოვიდ-19-ს ემსხვერპლა 59 წლის ქალი, 69 წლის მამაკაცი და 76 წლის ხანდაზმული. ისინი მკურნალობის კურსს რეგიონის სხვადასხვა საავადმყოფოში გადიოდნენ. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ კახეთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს რიცხვი 9,960-მდე გაიზარდა.

ეპიდემიოლოგების მიერ უკვე მოძიებულია ახალი დაინფიცირებულების 173 კონტაქტი.

 

იტვირთბა....