დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ანანურის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ციხესიმაგრეზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს სპეციალისტებმა უნდა მიაქციონ ყურადღება.
,,გელათი არაა, ანანურია, მაგრამ მოგეხსენებათ, ესეც უმნიშვნელვანესი ეროვნული განძია და ამიტომ სპეციალისტებმა უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება. ანანურის ციხესიმაგრეზე რესტავრაცია მიმდინარეობს ზაფხულიდან მოყოლებული. მიმაჩნია რომ ძალიან “თითხნაობენ” “რესტავრატორები”, მგონი ელიავაზე აყვანილი “ბრიგადაა”, აბა სხვა რა ვიფიქრო?! დააკვირდით ფოტოებს. კარგი იქნება რომ სპეციალისტების მცირე ჯგუფები ალტერნატიულ, მოხალისე ინსპექტირებებს აკეთებდნენ მიმდინარე პროექტებზე, თორემ ლამის ყოველ მეორე რესტავრირებულ ძეგლს “გელათი” დამართეს. ცემენტია თუ კირცემენტის ხსნარი არც ეს ვიცი. ფაქტია, ძალიან ყვირის და ულაზათოთდ, უხეშადაა მითითხნილი!”, – წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.