ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პატარა მორცხვი ბიჭი წარუდგინა” – ბესელია ივანიშვილისა და კობახიძის გაცნობის მომენტს იხსენებს

პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის გაცნობის დღეს იხსენებს. ბესელიას თქმით, მმართველი პარტიის მომავალი თავმჯდომარე ივანიშვილს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააცნო:

“ივანიშვილთან ვიყავი ოფისში პატარა შეხვედრა იყო ვიწრო წრეში და კალაძემ მოიყვანა გასაცნობად კობახიძე. პატარა მორცხვი ბიჭი წარუდგინა, რომ ეს არის ნიჭიერი ახალგაზრდა და პარტიაში რაღაც პროექტებზე იმუშავებდა” – იხსენებს ბესელია “მთავარი არხის” ეთერში.

ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი ამბობს, რომ კობახიძე ამ ყველაფრისთვის კალაძის მადლიერია და “მიიჩნევს, რომ კალაძე მისი უფროსია.”

იტვირთბა....